უკრაინამ რუსეთზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა
უკრაინამ რუსეთზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა, საერთო ჯამში, 337 დრონი გაანადგურეს. მათგან 90 ზე მეტი მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში. მასშტაბური იერიშის გამო, რუსეთის ჯანდაცვის ცნობით, დაიღუპა 2 ადამიანი, 18 კი დაშავდა. რუსეთის დედაქალაქში დრონებით თავდასხმამ დააზიანა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები, სარკინიგზო ხაზები.
