თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, გიორგი ჩიკვაიძეს გირაო პატიმრობით შეუცვალა
თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, გიორგი ჩიკვაიძეს გირაო პატიმრობით შეუცვალა. ის სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. ამავე საქმეზე ბრალდებულ ირაკლი პაპიაშვილის აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა. მოსამართლეს შუამდგომლობით პროკურორმა მიმართა და აღნიშნა, რომ ბრალდებულები საკუთარ პროცესზე რამდენჯერმე არ გამოცხადდნენ, ასევე არსებობდა მიმალვის საშიშროება, რის გამოც ბრალდების მხარემ პატიმრობა მოითხოვა. პროცესი დასკვნით ეტაპზეა