თბილისის მერმა ვაზისუბნის დასახლებაში მოწყობილი სკეიტ პარკი და საფეხბურთო მოედანი დაათვალიერა
თბილისის მერმა ვაზისუბნის დასახლებაში მოწყობილი სკეიტ პარკი და საფეხბურთო მოედანი დაათვალიერა. დასახლებაში, N5 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო ღია ტიპის ფეხბურთის მოედანი, სკეიტ პარკი, რომელიც აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს. პროექტში ჩართული იყვნენ უცხოელი ექსპერტები.ტერიტორიაზე დამონტაჟდა განათების ქსელი.
