აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს უმასპინძლა პრემიერ-მინისტრმა
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს უმასპინძლა პრემიერ-მინისტრმა. მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, ერთობლივი რეგიონული პროექტები და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის რიგით მე-10 სხდომის ეფექტურობა, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში ირაკლი კობახიძისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის თანათავმჯდომარეობით გაიმართა. აგრეთვე ყურადღება დაეთმო მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. მხარეებმა ისაუბრეს შუა დერეფნის ეფექტიანად ფუნქციონირების ხელშეწყობაზე.
