პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში საფრანგეთის ევროპის საკითხთა მინისტრის განცხადებაზე წერს
პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში საფრანგეთის ევროპის საკითხთა მინისტრის განცხადებაზე წერს. აქვეყნებს ბაია პატარაიას სტატუსს, სადაც ის პირველ დიპლომატს შეურაცხმყოფელი სიტყვით მოიხსენიებს, ასევე ურთავს ფოტოს, რომელიც საფრანგეთის ელჩის საფარში სტუმრობას ეხება. შალვა პაპუაშვილის თქმით, ძნელი წარმოსადგენი არაა, რა განწყობა ექნებოდა ფრანგ მინისტრს საქართველოს საელჩო ისეთ ხალხს რომ აფინანსებდებს, რომლებიც მას მსგავსი ლექსიკით მოიხსენიებენ.