დღეს „პარი სენ-ჟერმენი“ „ლივერპულთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრას გამართავს
დღეს „პარი სენ-ჟერმენი“ „ლივერპულთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრას გამართავს. გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკესთან ერთად, ხვიჩა კვარაცხელია იმყოფებოდა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ამ გუნდებს შორის ერთი კვირის წინ პარიზში ჩატარებული მატჩი ლივერპულელებმა მოიგეს. „ლივერპული“ – „პარი სენ-ჟერმენის“ შეხვედრა დღეს, თბილისის დროით ღამის თორმეტ საათზე დაიწყება.