მიიღებს თუ არა ოპოზიცია ქართველებისვე არჩევნებში მონაწილეობას
მიიღებს თუ არა ოპოზიცია ქართველებისვე არჩევნებში მონაწილეობას - ამ კითხვაზე ბარიერგადალახული პარტიების პასუხები ორაზროვანია. ნაციონალურ მოძრაობის მოქმედ და ყოფილ თავმჯდომარეებს საკითხზე განსხვავებული პოზიციები აქვთ. მკაფიო პასუხები არ აქვთ სხვა ოპოზიციურ პარტიებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათი ოპონენტები გარე ძალების დავალებას ელოდებიან, ასევე ამბობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნები რადიკალური ოპოზიციის მონაწილეობით ჩატარდება.
