ნარკოპოლიტიკა მკაცრდება
ნარკოპოლიტიკა მკაცრდება. ახალ რეფორმას მმართველი გუნდი ამზადებს, რომლის მიხედვითაც ცვლილებები შევა სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებსა და სხვა კანონებში. დაგეგმილია ყველა სახის ნარკოტიკის გაყიდვისთვის სასჯელის გამკაცრება, სახელისუფლებო გუნდის გადაწყვეტილებით, მცირე ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციისთვისაც სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება. ზომები მკაცრდება ნარკოტიკების მოხმარების ფაქტებზეც. მმართველი გუნდი გეგმავს, რომ მომავალი თაობების გადასარჩენად ანტინარკოტიკული რეფორმა, ანტინარკოტიკული კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია განსაკუთრებულ ეროვნულ პრიორიტეტად აქციოს.
