ირანი შეერთებული შტატების მხრიდან დაშინებისა და მუქარის პოლიტიკის ფონზე ბირთვულ მოლაპარაკებებში არ ჩაერთვება
ირანი შეერთებული შტატების მხრიდან დაშინებისა და მუქარის პოლიტიკის ფონზე ბირთვულ მოლაპარაკებებში არ ჩაერთვება. ამის შესახებ ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. ესმაილ ბაგაი დონალდ ტრამპის მიერ ტელეკომპანია „ფოქს ბიზნესის“ ეთერში პარასკევს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. პრეზიდენტმა თეირანს ულტიმატუმი წაუყენა და ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებაზე უარის შემთხვევაში, საპასუხო შედეგებზე მიუთითა.
