სირიის გარდამავალი მთავრობის ლიდერი აჰმედ ალ-შარა ლატაკიაში ალავიტების მასობრივ მკვლელობას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა
სირიის გარდამავალი მთავრობის ლიდერი აჰმედ ალ-შარა ლატაკიაში ალავიტების მასობრივ მკვლელობას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. სააგენტო როიტერისთვის მიცემულ ინტერვიუში მან დამნაშავეების დასჯის პირობა კიდევ ერთხელ დადო. თუმცა მომხდარზე პასუხისმგებლობა ისევ ალავიტებს დააკისრა.
