შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ ახალი აპლიკაცია „სი ბი პი ჰოუმი“ წარადგინა
შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ ახალი აპლიკაცია „სი ბი პი ჰოუმი“ წარადგინა, რომელიც ქვეყანაში უკანონოდ მყოფ მიგრანტებს, დაკავებისა და დეპორტაციის ნაცვლად, „თვითდეპორტაციის“ საშუალებას მისცემს. ცნობა უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. ითქვა, რომ აპლიკაცია ბაიდენის პრეზიდენტობის დროს შექმნილ „სი ბი პი უანის“ სახელით ცნობილ აპლიკაციას ჩაანაცვლებს, რომელიც მექსიკაში მყოფ მიგრანტებს შეერთებულ შტატებში ლეგალურად მოხვედრის მოთხოვნის საშუალებას აძლევდა. ეს აპლიკაცია დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის პოსტის დაკავებიდან რამდენიმე საათში გააუქმა.
