შეერთებული შტატების ნაციონალური დაზვერვის ხელმძღვანელმა ტულსი გაბარდმა ყოფილ სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება გაუუქმა
შეერთებული შტატების ნაციონალური დაზვერვის ხელმძღვანელმა ტულსი გაბარდმა ყოფილ სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება გაუუქმა. ასევე ინფორმაციაზე წვდომა შეუწყდათ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯო ბაიდენის ყოფილ მრჩეველ ჯეიკ სალივანსა და ბაიდენის ადმინისტრაციის სხვა მაღალჩინოსნებს. ამის შესახებ გაბარდმა სოციალურ ქსელში დაწერა.
