ჩარევა რუმინეთის არჩევნებში
რუმინეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ულტრამემარჯვენე საპრეზიდენტო კანდიდატს, კელინ ჯორჯესკუს საპრეზიდენტო არჩევნებში რეგისტრაციაზე უარი უთხრა. საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ბუქარესტში საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა, რაც დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებებში გადაიზარდა. რუმინეთში მიმდინარე მოვლენებს ამერიკის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეხმიანება. ილონ მასკს მიაჩნია, რომ კალინ ჯორჯესკუს კანდიდატურის დაბლოკვის უკან, ჯორჯ სოროსის მხარდაჭერილი არასამთავრობო ორგანიზაცია დგას.
სიუჟეტის ავტორი: თამარ გოცირიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
