თაიმსის ცნობით, დიდი ბრიტანეთი ზელენსკი-ტრამპის ახალი დაპირისპირების თავიდან არიდებას ცდილობს
თაიმსის ცნობით, დიდი ბრიტანეთი ზელენსკი-ტრამპის ახალი დაპირისპირების თავიდან არიდებას ცდილობს. გამოცემა წერს, რომ, გაერთიანებული სამეფო უკრაინელ მაღალჩინოსნებს რჩევებს უზიარებს, თუ როგორ წარმართონ მოლაპარაკებები ამერიკულ მხარესთან საუდის არაბეთში. ამ მიზნით ლონდონმა კიევში უსაფრთხოების საკითხებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის მრჩეველი ჯონათან პაუელი მიავლინა. თაიმსი წერს, რომ დიდი ბრიტანეთი ცდილობს დაარწმუნოს ამერიკის შეერთებული შტატები, უკრაინას სამხედრო დახმარება და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება აღუდგინოს.
