შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის - მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ისტორიულ მეგობრობასა და მრავალმხრივ ნაყოფიერ თანამშრომლობას.
