კრემლის პრესმდივნის თქმით, საუდის არაბეთში ამერიკისა და უკრაინის დელეგაციებს შორის დაგეგმილი დიპლომატიური მოლაპარაკებისას, საჭიროა გამოჩნდეს - სურს თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის მიღწევა
კრემლის პრესმდივნის თქმით, საუდის არაბეთში ამერიკისა და უკრაინის დელეგაციებს შორის დაგეგმილი დიპლომატიური მოლაპარაკებისას, საჭიროა გამოჩნდეს - სურს თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის მიღწევა. დიმიტრი პესკოვი განმარტავს, რომ ამის გარკვევა მნიშვნელოვანია როგორც შტატებისთვის, ისე რუსეთისთვის. კრემლის პრესმდივანმა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ორმხრივი ურთიერთობების აღდგენაზეც ისაუბრა. აღნიშნა , რომ ეს პროცესი ჯერ ძალიან ადრეულ ეტაპზეა, თუმცა, დონალდ ტრამპიც და ვლადიმერ პუტინიც, ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის პოლიტიკურ ნებას გამოხატავენ.
