კალინ ჯორჯესკუ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მისთვის მონაწილეობის აკრძალვას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს
კალინ ჯორჯესკუ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მისთვის მონაწილეობის აკრძალვას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. საჩივარს ჯორჯესკუ 24 საათის განმავლობაში დაარეგისტრირებს. რუმინეთის ცენტრალურმა საარჩევნო ბიურომ კალინ ჯორჯესკუ მაისში დაგეგმილ არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად არ დაარეგისტრირა. ჯორჯესკუსთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას რუმინეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციები მოჰყვა, რაც პოლიციასთან შეტაკებებით დასრულდა. თავად ჯორჯესკუმ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და თქვა, რომ პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს.
