ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპას სირიაში ალავიტებისა და ქრისტიანების მიმართ ჩადენილი სისასტიკის დაგმობისკენ მოუწოდებს
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპას სირიაში ალავიტებისა და ქრისტიანების მიმართ ჩადენილი სისასტიკის დაგმობისკენ მოუწოდებს. გიდეონ საარმა ლუქსემბურგის ვიცე-პრემიერთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ სირიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ევროპაში აუცილებლად ხმამაღლა უნდა ისაუბრონ. ბოლო რამდენიმე დღეა, სირიის ჩრდილო-დასავლეთით, ლატაკისა და ტარტუს რეგიონებში, სადაც ასადის მხარდამჭერი ალავიტებიც ცხოვრობენ, სირიის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა ასობით ადამიანი მოკლეს. სოციალურ ქსელებში ასადის მხარდამჭერი რადიკალების მხრიდან ქრისტიანების მასობრივი მკვლელობის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალაც ვრცელდება. ისინი ინტერნეტის საშუალებით რეგიონში მცხოვრებ ქრისტიანებს გენოციდით ემუქრებიან. სხვადასხვა მონაცემებით, დაღუპულთა საერთო რაოდენობა საშუალოდ 1300-სს აღემატება.
