საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მორიგი მცდელობა
საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მორიგი მცდელობა. ამჯერად კომენტარი საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა გააკეთა. ბენჟამინ ჰადადი ამბობს, რომ კრიზისიდან გამოსვლის გზა, შესაძლოა ახალი არჩევნები იყოს. მმართველი გუნდისგან განსხვავებით, ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, მაშინ უცხო ქვეყნიდან ჩარევასაც უნდა შეეგუოს და მითითებებიც უნდა შეასრულოს.