უკვე მეხუთე დღეა "ისფედი" პროკურატურას 2024 წლის არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგებს არ უგზავნის
უკვე მეხუთე დღეა "ისფედი" პროკურატურას 2024 წლის არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგებს არ უგზავნის. არასამთავრობო ორგანიზაციას თავად აქვს აღიარებული, რომ "პივიტი" ცესკოს მონაცემებს ემთხვევა, თუმცა შედეგები საზოგადოებას დაუმალა. კომენტარს "ისფედში" არ აკეთებენ, "ქრონიკასთან" მხოლოდ ის თქვეს, რომ დოკუმენტებს დღეს გააგზავნიან.
