პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ოქტომბერში , თვითმმართველობის არჩევნებში, ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებს
პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ოქტომბერში , თვითმმართველობის არჩევნებში, ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებს. იმ კანონმდებლობით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო და ცესკოს იმ შემადგენლობით, რომელიც პარლამენტმა აირჩია. რაც შეეხება ოპოზიციას , ნაციონალური მოძრობის მოქმედ და ყოფილ თავმჯდომარეს, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვთ . მკაფიო პასუხი არ აქვთ სხვა ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებში. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციის პოლიტიკურ განცხადებებს ფასი არ აქვს და ისინი კონკრეტულ ინსტრუქციებზე არიან დამოკიდებული.
