საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. მამუკა მდინარაძე ამერიკის პრეზიდენტს "დიფ სთეითის" დამარცხებაში წარმატებას უსურვებს, თუმცა წერს, რომ ჯერჯერობით "დიფსთეითის" დასუსტების ნიშნებიც კი არ ჩანს. მისივე თქმით, მოკლე პერიოდში გამოიკვეთება კონტურები - ეს არის რეალური ბრძოლა "დიფ სთეითის" წინააღმდეგ, თუ არის საზოგადოების მოტყუების მცდელობა და ფარულ პროცესებში იმ ფორმით მოდერნიზაცია და რებრენდინგი, რომ მომავალში კიდევ უფრო რთული იყოს სიმართლის გარკვევა. უმრავლესობის ლიდერი ასევე წერს, რომ "იუ-ეს-ეი-აი-დისა" და "ნედის" შემდეგ ეროვნული ხელისუფლებების ჩამოგდების მისია, კონკრეტული ქვეყნების მარიონეტულმა „მთავრობებმა“ აიღეს საკუთარ თავზე და ეგრეთწოდებული დონორი ორგანიზაციები კონკრეტულმა ქვეყნებმა ჩაანაცვლეს.
