ის რაც ადრე "იუესეიდის" და "ნედის" მიერ ფინანსდებოდა, ახლა ბრიუსელის და სხვადასხვა დედაქალაქების ხელით კეთდება
ის რაც ადრე "იუესეიდის" და "ნედის" მიერ ფინანსდებოდა, ახლა ბრიუსელის და სხვადასხვა დედაქალაქების ხელით კეთდება - ასე აფასებს მმართველი გუნდი საქართველოს ხელისუფლებაზე თავდასხმებს , რაც განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც დონალდ ტრამპმა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც მხილებული არიან სხვადასხვა ქვეყანაში დესტაბილიზაციის დაფინანსებაში, ღია ომი გამოუცხადა. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია "დიფსთეითი" საბოლოოდ დამარცხდეს და მისი რებრენდინგი არ მოხდეს.
