მარკო რუბიოს განცხადება
ექვს კვირიანი განხილვის შემდეგ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, რომ იუ-ეს-ეი-დის პროგრამების 83 პროცენტი გააუქმოს. მარკო რუბიოს თქმით, გაუქმდა 5200 კონტრაქტი, რომლითაც ათობით მილიარდი დოლარი ისეთ მიზნებზე იხარჯებოდა, რომლებიც შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს არ ემსახურებოდა. ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, პროგრამების დარჩენილი 18 პროცენტი უშუალოდ სახელმწიფო დეპარტამენტის ზედამხედველობით განხორციელდება.
