უკრაინული პარტიის, „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს
უკრაინული პარტიის, „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შეშფოთებულია გერმანიის დაზვერვის ხელმძღვანელის განცხადების გამო. ბრუნო კაილმა გერმანულ მედიასთან თქვა, რომ ევროპის უსაფრთხოებისთვის უკეთესი იქნება, თუკი უკრაინაში ომი კიდევ 5 წლით გახანგრძლივდება. მისი თქმით, თუ ომი ადრე დასრულდება რუსეთი ევროპის წინააღმდეგ რესურსებს უფრო მალე მიმართავს და შეეცდება ევროპის ერთიანობის გამოცდას. იულია ტიმოშენკომ დაწერა, რომ ბრუნო კალიმ პირველად ღიად დაადასტურა, რომ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი რუსეთის დასუსტებასა და ევროპის დაცვას უკრაინისა და უკრაინელების სიცოცხლის ფასად ცდილობს.
