"ისფედი" მონაცემების შესწორებას დროულად ვერ ასრულებს
ისფედი როგორც ჩანს მონაცემების შესწორებას დროულად ვერ ასრულებს. უკვე მეხუთე დღეა პროკურატურას 2024 წლის არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგებს არ უგზავნის. არასამთავრობო ორგანიზაციას თავად აქვს აღიარებული, რომ პივიტი ცესკოს მონაცემებს ემთხვევა, თუმცა შედეგები საზოგადოებას დაუმალა. კომენტარს ისფედში არ აკეთებენ, ქრონიკასთან თქვეს მხოლოდ ის, რომ დოკუმენტებს დღეს გააგზავნიან.
