დიფ სთეითის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დაწერა
დიფ სთეითის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დაწერა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, იუ-ეს-ეი-აი-დისა და ნედის შემდეგ ეროვნული ხელისუფლებების ჩამოგდების მისია კონკრეტული ქვეყნების მარიონეტულმა „მთავრობებმა“ აიღეს საკუთარ თავზე და ეგრეთწოდებული დონორი ორგანიზაციები კონკრეტულმა ქვეყნებმა ჩაანაცვლეს. უმრავლესობის ლიდერი ამერიკის პრეზიდენტს დიფ სთეითის დამარცხებაში წარმატებას უსურვებს, მაგრამ წერს, რომ ჯერჯერობით დასუსტების ნიშნებიც კი არ ჩანს. მოკლე პერიოდში კი გამოიკვეთება კონტურები - ეს არის რეალური ბრძოლა დიფ სთეითის წინააღმდეგ, თუ ეს არის საზოგადოების მოტყუების მცდელობა. მდინარაძე წერს, რომ სწორედ საქართველოს მაგალითზე, მომავალში ჩვენი ქვეყნის მიმართ ამერიკის მიდგომებით და თანამშრომლობის ფორმებით გამოჩნდება, მოხერხდა თუ არა შეერთებულ შტატებში „დიფ სთეითის“ დამარცხება.
