კანადის ახალი პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი იქნება
კანადის ახალი პრემიერ-მინისტრი, მარკ კარნი იქნება. გაერთიანებული სამეფოსა და კანადის ცენტრალური ბანკის ყოფილმა ხელმძღვანელმა, „ლიბერალური პარტიის“ არჩევნებში გაიმარჯვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობასაც ის დაიკავებს. ახალი პრემიერი ფიცს ტრუდოს ოფიციალურად გადადგომის შემდეგ დადებს.
