საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დიფ სთეითზე წერს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დიფ სთეითზე წერს. მამუკა მდინარაძე ამბობს რომ იუ-ეს-ეი-აი-დისა და ნედის შემდეგ ეროვნული ხელისუფლებების ჩამოგდების მისია კონკრეტული ქვეყნების მარიონეტულმა „მთავრობებმა“ აიღეს საკუთარ თავზე და ეგრეთწოდებული დონორი ორგანიზაციები კონკრეტულმა ქვეყნებმა ჩაანაცვლეს. უმრავლესობის ლიდერი ამერიკის პრეზიდენტს დიფ სთეითის დამარცხებაში წარმატებას უსურვებს, მაგრამ წერს რომ ჯერჯერობით დასუსტების ნიშნებიც კი არ ჩანს. მოკლე პერიოდში კი გამოიკვეთება კონტურები, - ეს არის რეალური ბრძოლა დიფ სთეითის წინააღმდეგ თუ ეს არის საზოგადოების მოტყუების მცდელობა და ფარულ პროცესებში იმ ფორმით მოდერნიზაცია და რებრენდინგი, რომ მომავალში კიდევ უფრო რთული იყოს სიმართლის გარკვევა.
