2024-25 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე, დასკვნითი ტური დაიწყო
2024-25 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე, დასკვნითი ტური დაიწყო. პროცესის მიმდინარეობას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი მოდებაძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან ერთად გაეცნო. მესამე ტურის შედეგად გამოვლინდება გამარჯვებულთა ათეული. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან და ასევე, გამოვლინდებიან ის კანდიდატები, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს სახელით მიიღებენ მონაწილეობას.
