გრენლანდია არჩევნებისთვის ემზადება
გრენლანდია არჩევნებისთვის ემზადება. პარტიებმა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ტელედებატები გამართეს. მთავარი აქცენტი დამოუკიდებლობაა. აღსანიშნავია რომ 11 მარტს დაგეგმილი არჩევნები გრენლანდიის გეოპოლიტიკურ სიტუაციას განსაზღვრავს. მოსახლეობის დიდი ნაწილი შტატებთან მიერთების წინააღმდეგ გამოდის. ასევე ბევრი ითხოვს გრენლანდიის დანიისგან გათავისუფლებას.