ორი დღე რჩება ამერიკულ-უკრაინულ მოლაპარაკებამდე
ორი დღე რჩება ამერიკულ-უკრაინულ მოლაპარაკებამდე. საუდის არაბეთში შეხვედრა 11 მარტს გაიმართება და ომის დასრულებაზე იმსჯელებენ. ცნობილია დელეგაციების შემადგენლობა. შეხვედრაზე კიევს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, მის მოადგილე, ასევე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი წარმოადგენენ. ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარკო რუბიო. ტრამპის მრჩეველი ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში და შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში.
