საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 25-ე ტურში „პარი სენ ჟერმენმა“ სტუმრად „რენი“ 4:1 დაამარცხა
საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 25-ე ტურში „პარი სენ ჟერმენმა“ სტუმრად „რენი“ 4:1 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელია მთავარმა მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგის თამაშისთვის დაასვენა და შეხვედრაში მხოლოდ 65-ე წუთზე ჩართო. 25 წუთის განმავლობაში ქართველმა ფეხბურთელმა უმაღლეს დონეზე ითამაშა და 10-ბალიანი შეფასებით 8 დაუწერეს.
