გრენლანდიის მომავალი
გრენლანდია საპარლამენტო არჩევნების მოლოდინშია. 12 მარტს კუნძულის მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, გრენლანდიის ბედი მმართველ პარტიას ჩააბაროს, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადების დაჩქარების წინააღმდეგია თუ ოპოზიციას, რომელიც დანიისგან დამოუკიდებლობის დაუყოვნებლივ გამოცხადებას მოითხოვს. დამოუკიდებლობის თემა გრენლანდიაში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კუნძულის ფლობაზე გამოთქვა პრეტენზია და ღიად განაცხადა, რომ მიზნის მისაღწევად სამხედრო ძალის გამოყენებასაც არ გამორიცხავს