„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ განცხადება
ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება. კომპანიის დირექტორი, გავრცელებულ განცხადებაში სამუშაოების გაჩერების რამდენიმე მიზეზს ასახელებს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა განსაკუთრებით დაამძიმა მაღაროების პარალიზებამ. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გაჩერებული საწარმოების პირობებშიც კი კომპანიას უწევდა თანამშრომლებისთვის ხელფასის 100 პროცენტის გადახდა, თუმცა კოლოსალური ზარალის ფონზე ბანკებმა კომპანიას სესხის გაცემაზე უკვე უარი უთხრეს
