ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზამთრის სათხილამურო კურორტებზე ფესტივალ „გიზ-გიზს“ აგრძელებს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზამთრის სათხილამურო კურორტებზე ფესტივალ „გიზ-გიზს“ აგრძელებს. ღონისძიებას ამჯერად გუდაური მასპინძლობს. ფესტივალის ფარგლებში, ადგილზე კვების ზონა და სამეწარმეო ბაზარია მოწყობილი, სადაც მეწარმეებს საშუალება აქვთ წარმოადგინონ თავიანთი პროდუქტები. მიმდინარეობს სხვადასხვა გასართობი აქტივობები, მუსიკალურ გაფორმებაზე კი ქართველი დიჯეები ზრუნავენ
