სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, რომელიც თანამდებობიდან დროებით გადააყენეს, საპატიმრო დატოვა
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, რომელიც თანამდებობიდან დროებით გადააყენეს, საპატიმრო დატოვა. სასამართლომ იუნ სუკ იოლისთვის პატიმრობის გაგრძელების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. 64 წლის იოლის უფლებამოსილება კვლავ შეჩერებული აქვს. საბოლოო გადაწყვეტილება მის ოფიციალურ გათავისუფლებაზე ან უფლებამოსილების აღდგენაზე საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს. სამხრეთ კორეის პრეზიდენტი 15 იანვარს დააკავეს. მან 3 დეკემბერს ქვეყანაში მოულოდნელად საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და არჩევნებში გამარჯვებულ ოპონენტებს პარლამენტში შესვლის საშუალებას არ აძლევდა. პასუხად, პარლამენტმა მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო და პრეზიდენტი თანამდებობიდან გადააყენა
