რუსებმა დობროპილიაზე თავდასხმა ბალისტიკური რაკეტებით განახორციელეს, ადგილზე სამაშველო სამსახურის მისვლის შემდეგ კი კიდევ ერთი იერიში მიიტანეს
რუსებმა დობროპილიაზე თავდასხმა ბალისტიკური რაკეტებით განახორციელეს, ადგილზე სამაშველო სამსახურის მისვლის შემდეგ კი კიდევ ერთი იერიში მიიტანეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის მასირებული თავდასხმები აჩვენებს, რომ მოსკოვის მიზნები უცვლელია. თავდასხმას, ბოლო მონაცემებით, 11 ადამიანი ემსხვერპლა და 30-მდე დაშავდა
