ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება
ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება. გადაწყვეტილება „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმებით მიიღო. კომპანიის დირექტორი, გავრცელებულ განცხადებაში სამუშაოების გაჩერების რამდენიმე მიზეზს ასახელებს. აუდიტორის დასკვნით, ჭიათურაში მადნის მიწისქვეშა მოპოვება წამგებიანია. კომპანიის ფინანსური მდგომარეობა კი განსაკუთრებით დაამძიმა მაღაროების პარალიზებამ. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გაჩერებული საწარმოების პირობებშიც კი კომპანიას უწევდა თანამშრომლებისთვის ხელფასის 100 პროცენტის გადახდა, თუმცა კოლოსალური ზარალის ფონზე ბანკებმა კომპანიას სესხის გაცემაზე უკვე უარი უთხრეს. განცხადების მიხედვით, კომპანიამ დამატებით უნდა მოიზიდოს ფულადი სახსრები, დასაქმებულთათვის კომპენსაციების გასაცემად. დეტალებთან დაკავშირებით თანამშრომლებს კომპანიისგან დამატებით ეცნობებათ
