საბერძნეთის პარლამენტმა კირიაკოსის მთავრობას ნდობა გამოუცხადა
საბერძნეთის პარლამენტმა კირიაკოსის მთავრობას ნდობა გამოუცხადა. გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანომ ათენში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ფონზე მიიღო. ათასობით ადამიანი ორი წლის წინ მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგებზე პასუხისმგებელი პირების დასჯასა და სამართლიანობის აღდგენას ითხოვს. ავარიას 2023 წლის 28 თებერვალს ტემპას მუნიციპალიტეტში 57 ადამიანი ემსხვერპლა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება თუმცა, ამ დრომდე არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. ამის გამო ოპოზიციამ პარლამენტში მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი დააყენა. პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია მანიფესტანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებებში გადაიზარდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა
