ტრამპი: ილონ მასკსა და მარკო რუბიოს შორის დაპირისპირება არ ყოფილა
ილონ მასკსა და მარკო რუბიოს შორის დაპირისპირება არ ყოფილა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებს განუცხადა. მანამდე The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხუთშაბათს ტრამპის კაბინეტში სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ტრანსპორტის მინისტრი შონ დაფი ილონ მაკს დაუპირისპირდნენ. მწვავე კამათის მიზეზი სამთავრობო ხარჯების შემცირების მიზნით ფედერალური სამსახურებიდან თანამშრომლების გათავისუფლება გახდა. როგორც გამოცემა წერს, დაპირისპირების შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მასკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს მხარს უჭერს, თუმცა თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას ამიერიდან თავად დეპარტამენტების ხელმძღვანელები მიიღებენ
