ვარშავა სერიოზულ მოლაპარაკებას აწარმოებს პარიზთან, რათა პოლონეთი საფრანგეთის ბირთვული შესაძლებლობებით იყოს დაცული
ვარშავა სერიოზულ მოლაპარაკებას აწარმოებს პარიზთან, რათა პოლონეთი საფრანგეთის ბირთვული შესაძლებლობებით იყოს დაცული. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა. მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროპის კონტინენტზე მოკავშირეების ბირთვული შეკავების საშუალებით დაცვის შესახებ სტრატეგიული დებატების დაწყების ინიციატივით გამოვიდა
