ამერიკის მთავრობა განიხილავს შესაძლო მექანიზმებს რუსეთის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესამსუბუქებლად, თუ უკრაინაში ომი დასრულდება
ამერიკის მთავრობა განიხილავს შესაძლო მექანიზმებს რუსეთის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესამსუბუქებლად, თუ უკრაინაში ომი დასრულდება. ინფორმაციას „როიტერსი” ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, თეთრმა სახლმა ხაზინის დეპარტამენტს დაავალა, შეისწავლოს ენერგეტიკული სანქციების შემსუბუქების შესაძლებლობები დაგეგმილი მოლაპარაკების ფონზე. როგორც „როიტერსი” წერს, ეს ძალისხმევა ვაშინგტონს სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში სანქციების სწრაფად შემსუბუქების საშუალებას მისცემს
