რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე თავდასხმები გაახშირა
რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე თავდასხმები გაახშირა. ამჯერად სარაკეტო დარტყმა დონეცკის ქალაქ დობროპილიაზე განხორციელდა. თავდასხმას, ბოლო მონაცემებით, 11 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა 30. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ინფრასტრუქტურული ობიექტი და ავტომობილები. რუსებმა დრონებით შეუტიეს ხარკოვსაც, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა
