ტრამპს რუსეთთან ურთიერთობა უფრო უადვილდება, ვიდრე უკრაინასთან
ტრამპს რუსეთთან ურთიერთობა უფრო უადვილდება, ვიდრე უკრაინასთან. ამის შესახებ მან ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაზე საუბარი შესაძლოა რუსეთთან უფრო ადვილი იყოს, ვიდრე უკრაინასთან, მაშინ როდესაც, უკრაინისგან განსხვავებით, რუსეთს ყველანაირი კოზირი აქვს. კითხვაზე, სჯერა თუ არა პუტინის, როდესაც ის მშვიდობაზე საუბრობს, ტრამპმა განაცხადა, რომ კრემლის ლიდერის სჯერა და დარწმუნებულია, რომ მას ომის დასრულება სურს
