პრეზიდენტის შეხვდრა ელჩებთან
საქართველოს პრეზიდენტს 13 ქვეყნის ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს. ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილს რწმუნებათა სიგელები ბელგიის, ლუქსემბურგის, ფილიპინების, კვიპროსის და სხვა ქვეყნების დიპლომატებმა გადასცეს. პრეზიდენტმა ელჩებთან ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა და საქმიანობაში წარმატება უსურვა.
