დრო „პივიტის“ გასაყალბებლად
ხმების პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ადასტურებს, ისევ იმალება. „სამართლიანმა არჩევნებმა“ 6 თვის წინ მომზადებული, საკუთარი ანგარიშის დასამუშავებლად დრო ითხოვა. ეს მას შემდეგ, რაც პროკურატურამ დოკუმენტი ოფიციალურად გამოითხოვა. „ისფედს“ პივიტის გაყალბების კარგი პრაქტიკა აქვს გამოვლილი. ამ გზით ოპოზიციამ ხელოვნური კრიზისის შექმნა ერთხელ უკვე სცადა. ამ არჩევნების პარალელური დათვლის მონაცემები კი, თავად სამართლიანი არჩევნების აღიარებით, საარჩევნო ადმინისტრაციის შედეგების იდენტურია. ამის გამოქვეყნება- ოპოზიციის და "ისფედის" დღის წესრიგს- რომელიც არჩევნების ე.წ. გაყალბებაზეა აგებული, თავდაყირა აყენებს. შესაბამისად, დროის გაჭიანურება სტრატეგიაა, მონაცემების გადასაწერად.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
