სასამართლომ პატიმრობაში დატოვა შოთა ქარუმიძე, რომელსაც ბრალად ედება გიორგი ბაჩიაშვილისთვის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარება
სასამართლომ პატიმრობაში დატოვა შოთა ქარუმიძე, რომელსაც ბრალად ედება გიორგი ბაჩიაშვილისთვის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარება. მოსამართლე განმარტავს, რომ ვინაიდან ქარუმიძე საზღვარზე დააკავეს, მიმალვის საფრთხე რეალურია. დაკავებული აცხადებს, რომ დანაშაულის დაგეგმვაში მონაწილეობა არ მიუღია და მან ბაჩიაშვილი მხოლოდ საზღვარზე გადაიყვანა, რაშიც 30 ათასი დოლარი აიღო.
