პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ენჯეო-სექტორი არა საზოგადოების დაკვეთის, არამედ დამფინანსებელთა იდეების გამტარებელია და ამის არაერთი მაგალითი არსებობს
პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ენჯეო-სექტორი არა საზოგადოების დაკვეთის, არამედ დამფინანსებელთა იდეების გამტარებელია და ამის არაერთი მაგალითი არსებობს. მისივე თქმით, გაიშიფრნენ ის ფსევდო-ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც ფინანსური წყაროს ძიებაში, ამჯერად ესტონეთში დარეგისტრირდნენ. ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა პრემიერ მინისტრმა. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს ნაბიჯი არასამთავრობოების ერთგვარი აღიარებაა.
