მამუკა ხაზარაძის განცხადება - მმართველი გუნდის შეფასება
"ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომ საქართველომ ტრამპის ადმინისტრაციას უნდა დაანახოს ეკონომიკური ინტერესი შეერთებული შტატებისთვის, მმართველი გუნდის შეფასებით, ხაზარაძე ჯაფარიძის პარტიის იმ პოლიტიკის ნაწილია, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესებს. მათივე თქმით, ამ განცხადებითაც დასტურდება, რომ ის მოქმედებს არა საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნების ინტერესებით. პრემიერ მინისტრის შეფასებით, ხაზარაძის მხრიდან ამერიკულ ინვესტიციებზე საუბარი ცარიელი სპეკულაციაა, რადგან მან თავის დროზე ვერც ამერიკული და ვერც ევროპული ინვესტიცია ვერ მოიზიდა.
